Thursday, June 30, 2016





გაკვეთილის თემა
ვისწავლოთ გზამკვლევის კეთება
 
ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები- ხანძთა,შატბერდი,ბანა,ოშკი -გზამკვლევი
საფეხური  --  კლასი
საბაზო საფეხური,კლასი- VII
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი - მაკა დანელია
მოსწავლეთა რაოდენობა
16-მოსწავლე
  1. სსსმ
გაკვეთილის აქტუალობა
საქართველოს უძველეს კუთხეში მოგზაურობა ისტ-ის გამოყენებით.კულტურული ძეგლების მნიშვნელობა და გზამკვლევის შედგენა
მიზნები






შედეგები




გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს;განივითარებენ ისტ-ის დახმარებით ინფორმაციის მოძიების უნარს;შეძლებენ ინფორმაციის დალაგებას,გზამკვლევის შედგენას და წარმოადგენენ კლასის წინაშე პრეზენტაციას


ქართ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
  • მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის  ვ იზუალურ მასალას/პლაკატი,სქემა ან სხვა თვალსაჩინოება/

ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის  მიზნით შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
  • მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემაზე სხვადასხვა წყაროდან /ენციკლოპედიიდან,ლექსიკონიდან,ინტერნეტიდან/
წინარე ცოდნა
გაეცნენ ერთ-ერთი ქრისტიანული ძეგლის გზამკვლევს/ათონის მთა და ივერთა მონასტერი/
იციან გზამკვლევის შედგენა
სასწავლო მასალა
სახ.“ქართული ენა და ლიტერატურა-7“ ავტ.ვახტანგ როდონაია,ავთანდილ არაბული,პედაგოგის პრეზენტაცია,
0სტ-ის საინფორმაციო გვერდები,თაბახის ფურცლები,ფანქრები,კალმები,გუგლის საძიებო სისტემა,p.p.w.

გაკვეთილის მსვლელობა

გამოწვევა  A
















შინაარსის რეალიზება  B





















გამთლიანება   C
საორგანიზაციო

ვსვამ კითხვას: უყვართ თუ არა მოგზაურობა? რომელ ქვეყანას მოინახულებდნენ და განსაკუთრებით რით დაინტერესდებოდნენ.რამდენად იცნობენ საქართველოს კუთხეებს.

ისტ-ის გამოყენებით შეადგენენ ცნების რუკას და ჩამოწერენ საქართველოს კუთხეებს.
შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ ის ისტორიული კუთხეები,რომლებიც ჟამთა უბედურების გამო დღეს არაა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში.
სქემის სახით მოსწავლეები წარმოადგენენ ისტორიულ საქართველოს
  ვაჩვენებ ჩემს პრეზენტაციას”ტაო-კლარგეთის ისტორიული ძეგლები”
გაიხსენებენ წინა გაკვეთილიდან ათონის ივერთა მონასტრის გზამკვლევს და ვთხოვ  მოგზაურთათვის შექმნან ისტ-ის დახმარებით იმავე თემაზე  გზამკვლევი:
„ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები“

ჯგუფური მუშაობა
  1. -  ხანძთა - გზამკვლევი
  2. - შატბერდი - გზამკვლევი
  3. - ოშკი - გზამკვლევი
  4. - ბანა - გზამკვლევი

ინფორმაციის მოძიების შემდეგ ინაწილებენ სამუშაოს და ქმნიან საპრეზენტაციო ნაშრომებს შემდეგი გეგმის მიხედვით:

1.გეოგრაფიული მდებარეობა
2.ისტორია
3.დღევანდელობა
5.ფოტოები და ვიდეო მასალა

ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს;აფასებენ დადებით და სუსტ მხარეებს და გამოარჩევენ საუკეთესო ნაშრომს.
დიფერენცირებული მიდგომა
სსსმ - მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს  ისტორიული ძეგლების ფოტოებს და შეეცდება  ფურცელზე გადმოიტანოს დანახული და თავისებურად აღქმული.
შეფასება
ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას.ვაძლევ განმავითარებელ კომენტარებს,საუკეთესო ნაშრომის წარმომდგენი მიიღებს განმსაზღვრელ შეფასებას.

Wednesday, June 29, 2016


კრიტერიუმის შკალა
დაბალი
3-4
საშუალო
5-6
კარგი
7-8
საუკეთესო
9 - 10
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
არ შეესაბამება შინაარს
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარს
ზოგადად შეესაბამება შინაარს
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურია ორიგინალობა
საკმაოდ ორიგინალურია
ორიგინალურია
დავალებასთან შესაბამისობა
არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციისგან ზოგიერთს
ინსტრუქციას მიჰყვება მაგრამ ზოგჯერ ზედაპირულია
დავალება სრულყოფილია
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიხრეული,მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
მხოლოდ ზოგიერთი მოთხოვნაა გათვალისწინებული
მოთხოვნები ზოგადად გათვალისწინებულია
ყველა მიზანი მიღწეულია


    ჯგუფში მუშაობა
კრიტერიუმის შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი  
ორგანიზებულობა
ჯგუფი არაორგანიზებულია
ჯგუფი ზიგადად ახერხებს ორგანიზებულად მუშაობას
ჯგუფი საკმაოდ ორგანიზებულია
თანამშრომლობა
ვერ თანხმდებიან,უჭირთ საერთო აზრის გამონახვ ა
ხშირად ვერვ თანხმდებიან ერთმანეთში
თანამშრომლობენ და ერთმანეთში ცვლიან აზრს
დავალების განაწილება
დავალების შესრულება ქაოტურია
საჭიროებები არ არის გათვალისწინებული,დავალება სურვილის მიხედვით არის გადანაწილებული
დავალება გადანაწილებულია საჭიროების მიხედვით

Friday, June 17, 2016

მაკას ჩანაწერი

     მოგესალმებით,ჩემო მკითხველებო!
 
     დღეს 18 ივნისია,დილიდან ცხელა,თუმცა კარგ განწყობაზე ვარ.  ვესწრები საინტერესო ტრენინგს.შევქმენი ჩემი - მაკას ბლოგი!

    სულ ვფიქრობდი,თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას როგორ შევძლებ-მეთქი,თუმცა,  აი, რას ნიშნავს კარგი ტრენერი.  ყველაფერს თანმიმდევრულად  და მარტივად აღვიქვამ.
    ოთახში  სამუშაო ატმოსფეროა.
 
    გვერდით მიზის არაჩვეულებრივი თანამშრომელი  -  თამთა. ისიც სერიოზულობით ეკიდება დაკისრებულ დავალებას.

   94 - ე   სკოლა -  მაგარი სკოლაა. ყველანი  მიყვარხააააააა............ რთ!