გაკვეთილის თემა
|
ვისწავლოთ გზამკვლევის კეთება
ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები- ხანძთა,შატბერდი,ბანა,ოშკი -გზამკვლევი
|
საფეხური -- კლასი
|
საბაზო საფეხური,კლასი- VII
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი - მაკა დანელია
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
16-მოსწავლე
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
საქართველოს უძველეს კუთხეში მოგზაურობა ისტ-ის გამოყენებით.კულტურული ძეგლების მნიშვნელობა და გზამკვლევის შედგენა
|
მიზნები
შედეგები
|
გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს;განივითარებენ ისტ-ის დახმარებით ინფორმაციის მოძიების უნარს;შეძლებენ ინფორმაციის დალაგებას,გზამკვლევის შედგენას და წარმოადგენენ კლასის წინაშე პრეზენტაციას
ქართ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
|
წინარე ცოდნა
|
გაეცნენ ერთ-ერთი ქრისტიანული ძეგლის გზამკვლევს/ათონის მთა და ივერთა მონასტერი/
იციან გზამკვლევის შედგენა
|
სასწავლო მასალა
|
სახ.“ქართული ენა და ლიტერატურა-7“ ავტ.ვახტანგ როდონაია,ავთანდილ არაბული,პედაგოგის პრეზენტაცია,
0სტ-ის საინფორმაციო გვერდები,თაბახის ფურცლები,ფანქრები,კალმები,გუგლის საძიებო სისტემა,p.p.w.
|
გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევა A
შინაარსის რეალიზება B
გამთლიანება C
|
საორგანიზაციო
ვსვამ კითხვას: უყვართ თუ არა მოგზაურობა? რომელ ქვეყანას მოინახულებდნენ და განსაკუთრებით რით დაინტერესდებოდნენ.რამდენად იცნობენ საქართველოს კუთხეებს.
ისტ-ის გამოყენებით შეადგენენ ცნების რუკას და ჩამოწერენ საქართველოს კუთხეებს.
შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ ის ისტორიული კუთხეები,რომლებიც ჟამთა უბედურების გამო დღეს არაა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში.
სქემის სახით მოსწავლეები წარმოადგენენ ისტორიულ საქართველოს
ვაჩვენებ ჩემს პრეზენტაციას”ტაო-კლარგეთის ისტორიული ძეგლები”
გაიხსენებენ წინა გაკვეთილიდან ათონის ივერთა მონასტრის გზამკვლევს და ვთხოვ მოგზაურთათვის შექმნან ისტ-ის დახმარებით იმავე თემაზე გზამკვლევი:
„ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები“
ჯგუფური მუშაობა
ინფორმაციის მოძიების შემდეგ ინაწილებენ სამუშაოს და ქმნიან საპრეზენტაციო ნაშრომებს შემდეგი გეგმის მიხედვით:
1.გეოგრაფიული მდებარეობა
2.ისტორია
3.დღევანდელობა
5.ფოტოები და ვიდეო მასალა
ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს;აფასებენ დადებით და სუსტ მხარეებს და გამოარჩევენ საუკეთესო ნაშრომს.
|
დიფერენცირებული მიდგომა
|
სსსმ - მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს ისტორიული ძეგლების ფოტოებს და შეეცდება ფურცელზე გადმოიტანოს დანახული და თავისებურად აღქმული.
|
შეფასება
|
ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას.ვაძლევ განმავითარებელ კომენტარებს,საუკეთესო ნაშრომის წარმომდგენი მიიღებს განმსაზღვრელ შეფასებას.
|
ძალიან მომეწონა შენი პროექტის გეგმა.
ReplyDelete